ჩოგბურთი

11:58 | 10.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბარტი მეორე ადგილზეა, გორგოძე 150-ე

როლან გაროსის გამარჯვებულმა ეშლი ბარტიმ რეიტინგში ოთხი პოზიციით წინ წაიწია და მეორე ადგილზე გადავიდა. ეშლი პირველადგილოსან ნაომი ოსაკას 136 ქულით ჩამორჩება. საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გასულმა ამანდა ანისიმოვმა ერთბაშად 25 ადგილით წინ წაიწია და 26-ე პოზიციაზეა. ქართველი ეკატერინე გორგოძე 150-ე ადგილზეა.

  1. ნაომი ოსაკა - 6486 ქულა
  2. ეშლი ბარტი - 6350
  3. კაროლინა პლიშკოვა - 5685
  4. კიკი ბერტენსი - 5345
  5. პეტრა კვიტოვა - 4925
  6. ანგელიკა კერბერი - 4675
  7. ელინა სვიტოლინა - 3967
  8. სიმონა ჰალეპი - 3963
  9. სლოან სტივენსი - 3682
  10. არინა საბალენკა - 3565
0.11362