ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან 10 დღე გავიდა, მაგრამ კინსი ვოლანსკი პოპულარობას არ კარგავს. პოლონელი მოდელი, რომელიც „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ მატჩისას მოედანზე ნახევარად შიშველი შეიჭრა, საყოველთაო ყურადღების ცენტრშია.
როგორც ჩანს, ვოლანსკის ყურადღება არც თავად „ლივერპულის“ ფეხბურთელებმა მოაკლეს. ყოველშემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, მომხდარის შემდეგ „წითლების“ ორმა ფეხბურთელმა მესიჯი გაუგზავნა და მასთან ფლირტი სცადეს. თუმცა, კინსის გვარები არ გაუსაჯაროვებია.
„ლივერპულის“ ორმა ფეხბურთელმა ფინალის შემდეგ მესიჯები მომწერეს და ჩემთან ფლირტი მოისურვეს. ერთმა უბრალოდ გულის ემოჯი გამომიგზავნა, მეორემ კი, მომწერა, რომ თამაშის დროს მნახა. არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ისინი, სანამ მათ პროფილებზე არ გადავედი. მე პასუხი არ გამიცია, რადგან შეყვარებული მყავს.
როდესაც 30 წლის გავხდები კარიერას დავასრულებ და ამაში მადრიდული ფინალის საქციელი დამეხმარება. ჩემი გამომწერების რიცხვი 300 ათასიდან 2 მილიონამდე გაიზარდა, ახლა სამუშაოს ბევრი წინადადებაც მივიღე. არმგონია, რომ ჩემი საქციელით ვინმე დავაზიანე, არ შეიძლება ამაზე ბედნიერი ვიყო, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი მღელვარება გახლდათ“, - თქვა ვოლსანკიმ.