დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოგე ჰარეიდემ საქართველოსთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კრისტიან ერიკსენი და იუსუფ პოულსენი იახლა.
ორივე ფეხბურთელი ლაკონური პასუხებით გამოირჩნენ და აღნიშნეს, რომ ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან, მიუხედავად იმისა, რომ დამღლელი სეზონის ბოლო მატჩია.
ერიკსენი კი, ჩვენს კითხვას, აპირებს თუ არა მადრიდის „რეალში“ გადაბარგებას, ღიმილით შეხვდა და თქვა, რომ ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზეა კონცენტრირებული.
ერიკსენი: „თავს კარგად ვგრძნობ და დამღლელი სეზონის მიუხედავად მზად ვარ. მესმის, რომ ბოლო თამაშია, მაგრამ კონცენტრირებული ვარ.
მადრიდის „რეალი“? ამაზე პასუხი გაცემა არ შემიძლია, რადგან ახლა მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვარ კონცენტრირებული.
ირლანდიასთან ძალისმიერი თამაში იყო და ორი ქულა დაუმსახურებლად ვერ მივიღეთ. საქართველოს უფრო კარგად შეუძლია თამაში და ბურთის კონტროლი. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოსთან უკეთ ვითამაშებთ
პოულსენი: „გუნდში კარგი ატმოსფეროა და დაღლილობას არ ვგრძნობთ“.
შეგახსენებთ, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩი ხვალ, კოპენჰაგენში გაიმართება.
გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის კოპენჰაგენიდან