ჩოგბურთი

13:45 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირზე ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ღია ჩემპიონატზე (მერსედესის თასი) მეოთხე ნომრადაა განთესილი და ასპარეზობას მერვედფინალიდან დაიწყებს. ბალახის საფარზე გასამართ ტურნირზე მსოფლიოს მე-17 ჩოგანი მარტონ ფუჩოვიჩსა და ჟაუმე მუნარს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

აღნიშნული ტურნირი როჯერ ფედერერმა გამოტოვა, რომელიც წინა წლის გამარჯვებულია და ქულების დაცვა არ ისურვა. 2018 წლის ფინალისტი მილოშ რაონიჩი კი წილისყრის შედეგად კვალიფიკაციის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო თუ ქართველმა და კანადელმა წარმატებით იასპარეზეს ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდებიან.

ტურნირზე კი "ველური ბარათი" ალექსანდრ ზვერევმა მიიღო, რომელიც პირველი ნომრადაა განთესილი და ბასილაშვილის ბადის მხარეს იმყოფება. ტურნირის მეორე ნომერი კი კარენ ხაჩანოვია. შტუტგარტის ღია პირველობის 754 ათასი ევროა.

0.123576