ფეხბურთი

2:12 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ექიმებმა კლუბის მთავარვარსკვლავის, ნეიმარის ტრავმის სირთულე გამოიკვლიეს, რომელიც პარიზელთა შემტევმა, ბრაზილია - ყატარის ამხანაგური მატჩის დროს მიიღო. შეგახსენებთ, მაშინ მან 21-ე წუთზე, ნაკრების ექიმების დახმარებით დატოვა მინდორი.

Globo Esporte-ს ცნობით, უარესი პროგნოზი არ დადასტურდა. სრული რეაბილიტაციისთვის, ნეიმარს ოთხი კვირა დასჭირდება, თუმცა კოპა ამერიკაზე მაინც ვერ ითამაშებს. ასევე, ექიმებმა თქვეს, რომ ბრაზილიელს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნეიმარმა, ასევე კოჭის ტრავმის გამო სამი თვე გამოტოვა.

გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში მან ოდენ 17 მატჩში ითამაშა. 15 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე პასით გამოირჩა. პარიზულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

0.120882