ჩემპიონი მოედანზე, ჩემპიონი ცხოვრებაში. კრიშტიანუ რონალდუს ჟესტი, რომლის მეშვეობით პატარა ბავშვს ოცნება აუსრულა, მსოფლიოს სახვადასხვა ვებგვერდებზე მოგზაურობს.
პორტუში, „ბესას“ სტადიონზე ვარჯიშის შემდეგ პორტუგალიის ნაკრები ავტობუსით სასტუმროში ბრუნდებოდა, როდესაც რონალდუს 11 წლის გულშემატკივარი ელოდებოდა, რომელიც საშინელ დაავადებას ებრძვის. ბავშვს ხელში ბანერიც ეჭირა, რომელზეც ეწერა: „კრიშტიანუ ჩამეხუტე“.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მძღოლს ავტობუსის გაჩერება სთხოვა და პატარა ქომაგთან ფოტოც გადაიღო და ჩაეხუტა, რასაც ბავშვი ოცნებობდა...