ფეხბურთი

20:45 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია და ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას უმიზნებენ

მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის შესაძლოა პორტუგალიასა და ესპანეთში ჩატარდეს. ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა სიტუაცია შეაფასეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფიფაში მასპინძლობაზე ერთიანი განაცხადი წარადგინონ.

აღსანიშნავია, რომ მუნდიალის მასპინძლობის სურვილს მაროკოც გამოთქვამს, თუმცა აფრიკელები სავარაუდოდ, კანდიდატურას დამოუკიდებლად წამოაყენებენ.

მსოფლიოს ჩემპიონი ერთდროულად ორ ქვეყანაში ერთადერთხელ, 2002 წელს ჩატარდა, როდესაც სამხრეთ-კორეამ და იაპონიამ ტურნირის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღეს.

აქვე გეტყვით, რომ პორტუგალიას მუნდიალისთვის არასდროს უმასპინძლია, ხოლო ესპანეთს ეს პატივი 1982 წელს ხვდა წილად, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალი ყატარში, ხოლო 2026 წლის მექსიკაში, აშშ-ში და კანადაში ჩატარდება. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით, ფიფა 2030 წლის ტურნირის მასპინძლობას ევროპულ ქვეყანას მიანიჭებს.

0.125571