როლან გაროსის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრიელ დომინიკ ტიმთამ ხუთსეტიან ბრძოლაში დამარცხდა - 2:6, 6:3, 5:7, 7:5, 5:7.
მესამე სეტის ბოლოს სერბი ჩოგბურთელი კოშკურის მსაჯს გაუწყრა და მასთან პოლემიკაში შევიდა:
„ჩოგბურთი არასდროს გითამაშია? ამ გადაწყვეტილებით პოპულარული გახდი, ახლა გიცნობენ, ახლა ცნობილი და მნიშვნელოვანი ხარ, კარგი სამუშაოს წყალობით“, - თქვა ჯოკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ როლან გაროსის ფინალში დომინიკ ტიმი და ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდებიან.