ფეხბურთი

12:38 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "ლოკომოტივში" ყველაფერი მოვიგე, ევროპა? რატომაც არა!"

სოლომონ კვირკველია საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდა. მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველმა სეზონის ბოლო შეხვედრაში მიიღო დაზიანება და თბილისში გუნდს შეუერთდა, მაგრამ გამოჯანმრთლეება ვერ მოასწრო.

ამასობაში, ჩვენებური არ გამორიცხავს, რომ სათამაშოდ ევროპაში წავიდეს. როგორც კვირკველიას იტყვებს Sports.ru ციტირებს, თუ ევროპის ტომ ჩემპიონატებიდან საინტერესო წინადადებას მიიღებს, აუცილებლად განიხილავს.

- კონტრაქტი 2021 წელს გეწურებათ. კლუბი განიხილავს გახანგრძლივებას?

- არავისთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. 2 წელი საკმაო დროა და ეს ნორმალურია,რადგან იქამდე ჯერ კიდევ დროა.

- ნობელ არუსტუმიანმა თქვა, რომ 1-ლი ივლისიდან თქვენი გამოსასყიდი თანხა 3.6 მილიონი ევრო იქნება. სიმართლეა?

- რადგა ნობელმა თქვა... პლიუს-მინუს ასეა.

- შარშან პრემიერლიგის გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი. თუ ევროპიდან წინადადება გექნებათ წახვალთ?

- „ლოკომოტივში“ უკვე 2.5 წელია ვარ და ყველაფერი მოვიგე. თუ ევროპიდან კარგი წინადადება მექნება, რატომაც არა? შეიძლება ტიტულის მოგება სხვა ქვეყანაშიც ვცადო. მინდა, ბევრი ტიტული მოვიგო.

- გამოდის, რომ მხოლოდ ტოპ გუნდში წახვალთ?

- აუტსაიდერ გუნდში არა. მაგრამ დეალური იქნება ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდი, რომელიც მინიმუმ ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს. რა თქმა უნდა, ძნელი ინქება, მაგრამ თუ არსებობს საინტერესო ვარიანტი ჩემთვის და კლუბისთვის, ვიფიქრებ ამაზე, ეს კარიერისთვის კარგი იქნება.

- ვთქვათ, რომ ხვალ პრემიერლიგის გუნდი დაგიკავშირდათ, მაგრამ ხუთეულის წევრი არა. არ განიხილავთ?

- რატომ? ყველა წინადადება განიხილება. ან „ჩელსიში“ წავალ, ან არსად, ასე ნამდვილად არაა. თუ ისინი შემომთავაზებენ ნორმალურ პირობებს, რატომაც არა? განვიხილავ და გადაწყვეტილებას მივიღებ.

0.119878