ჩოგბურთი

17:50 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

როლან გაროსის ფინალი: ბარტი - ვონდოუსოვა

საფრანგეთის ღია პირველობის მიმდინარე გათამაშებაზე ფინალში ერთმანეთს 23 წლის ეშლი ბარტი და 19 წლის ჩეხი მარკეტა ვონდოუსოვა დაუპირისპირდებია. ორივე ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად გააღწია.

ნახევარფინალში ვონდოუსოვამ კონტას 7:5, 7:6 აჯობა. ეშლი ბარტის უფრო მძიმე ბრძოლის გადატანა დასჭირდა, რომელმაც 17 წლის ამანდა ანისიმოვს 6:7, 6:3, 6:3 მოუგო. პირველ სეტში ბარტი 5:0-ს იგებდა, ამანდამ ზედიზედ ექვსი გეიმი თავის სასარგებლოდ დასრულა და ტაი-ბრეიკზე 7:4 იმარჯვა. შემდეგ ორ სეტში ბარტიმ გამოცდილების ხარჯზე ფინალში გასვლა მოახერხა.

ურთიერთშეხვედრებში ბარტი ჩეხს 2:0-ს უგებს. ფინალი 8 ივნისს გაიმართება.

0.123828