ფეხბურთი

15:12 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ პსჟ-ს დატოვება გადაწყვიტა

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადასვლა აპირებს. As-ის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პარიზის დატოვებას მიმდინარე ზაფხულს აპირებს.

რაც მთავარია, კილიანის სურვილია, რომ ზინედინ ზიდანის პროექტს შეუერთდეს მადრიდის „რეალში“.

მართალია, პსჟ-ს 19 წლის ვარსკვლავის გაყიდვა არ უნდა, მაგრამ შესაძლოა ფეხბურთელის ნება-სურვილმა ყველაფერი შეცვალოს. აღსანიშნავია, რომ თავად ზიდანი და „რეალიც“ დაინტერესებულნი არიან მბაპეს შეძენით.

ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. შეგახსენებთ, რომ მბაპე პსჟ-მ 2017 წელს „მონაკოდან“ 180 მილიონ ევროდ შეიძინა.

0.120832