ფეხბურთი

23:25 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ მიზანი მხოლოდ 3 ქულაა" (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გიბრალტართან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში სოლომონ კვირკველია ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე კი კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა:

„სამწუხაროდ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული, მაგრამ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთაც შანსი მიეცემათ. რა თქმა უნდა, ორივე რთული თამაში იქნება, რადგან გამოცდილება დაგვაკლდება წინა ხაზში განსაკუთრებით, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ შემდეგი თამაში ვერ მოვიგოთ. მიზანი მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაა. საინტერესო იქნება საქმეში ვნახოთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც სამომავლოდ გამოგვადგება“, - თქვა კაშიამ.

ვატო არველაძის განცხადებით, მისთვის საქართველოს ნაკრებში ყოფნა დიდი გამოწვევაა და ეცდება მოლოდინი გაამართლოს.

„ჩემთვის დიდი გამოწვევაა და ძალიან სასიხარულოა. რა თქმა უნდა, მეორე შეკრება უფრო გამიადვილდა და ვეცდებით გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი“, - აღნიშნა არველაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები გიბრალტარს, 7 ივნისს, თბილისში დაუპირისპირდება.

0.354079