ფეხბურთი

0:10 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

პავარი: "რთული სეზონი იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ "ბაიერნზე" ვფიქრობ"

საფრანგეთის ნაკრების მცველი ბენჟამინ პავარი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს. 23 წლის მცველის განცხადებით, გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ამიერიდან მხოლოდ მიუხენის „ბაიერნზე“ ფიქრობს, რომელსაც ივლისიდან შეუერთდება.

„იმედი მაქვს დროთა განმავლობაშ ბევრ ტიტულს მოვიგებ, ყოველწელს. ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. „შტუტგარტი“? რთული სეზონი იყო, მუნდიალის შემდეგ საუკეთესო ფორმაში არ ვყოფილვარ, რადგან დასვენებისთვის ბევრი დრო არ მქონდა, დელიკატური სიტუაცია იყო. პერსონალურად მაინც კარგი სეზონი მქონდა, მაგრამ გუნდურად ვერ ვიმუშავეთ. თუმცა, ახლა „ბაიერნზე“ ვფიქრობ“, - თქვა პავარმა.

შეგახსენებთ, რომ პავარი საფრანგეთის ნაკრების რიგებში ერთი წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო „შტუტგარტი“, სადაც 2016 წლიდან თამაშობდა, ბუნდესლიგიდან გავარდა.

0.722084