ფეხბურთი

0:35 | 7.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ფიორენტინას" ახალი მფლობელი ჰყავს

ფლორენციის „ფიორენტინას“ ახალი მეპატრონე ჰყავს. როგორც დააანონსებული იყო, იტალიური წარმოშობის ამერიკელმა მილიონერმა როკო კომისომ გუნდის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

აღნიშნული ინფორმაცია „ფიორენტინას“ ვებგვერდმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა.

ძმების, ანდრეა და დიეგო დელა ვალეების 17-წლიანი მოღვაწეობა კი დასრულდა. ძმებმა „ფიორენტინა“ 2002 წელს ჩაიბარეს და გაკოტრებისგან დაიხსნეს.

მაშინ ფლორენციელების იტალიის სერია С-ში თამაშობდნენ, მაგრამ გუნდმა აღზევება მალევე მოახერხა. საუკეთესო შედეგს კი 2010 წელს მიაღწია, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშა.

0.13003