ფეხბურთი

17:36 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის იტალიური მომავალი: "ბრეშადან" "ლაციომდე"

ჯანლუიჯი ბუფონმა „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და ახლა ისაა საინტერესო, სად გაგრძელდება ლეგენდარული მეკარის კარიერა. ჯიჯიმ დაადასტურა, რომ იტალიის ფარგლებს გარეთ თამაშს არ აპირებს, ხოლო მისმა აგენტმა სილვანო მარტინამ გაავრცელა ცნობა, რომ ბუფონი ფეხბურთში რჩება. შესაბამისად, იტალიელის სამშობლოში დაბრუნება რეალურია.

იტალიური მედიის ცნობით, ჯიჯიმ ჩინეთსა და აშშ-ში კარიერის გაგრძელების ვარიანტი უკვე გამორიცხა და მხოლოდ სერია A-ში თამაშის სურვილი აქვს. საინტერესოა, რომ ფრანჩესკო ტოტიმ მას „რომაში“ გადაბარგება შესთავაზა, მაგრამ მის პოზიციას კლუბის ხელმძღვანელები არ იზიარებენ.

არსებობს „ჯენოასა“ და „ლაციოს“ ვარიანტიც. გენუელებს ბუფონი ბავშვობაში გულშემატკივრობდა და წლების წინ კარიერის ბოლო სეზონის გატერება სწორედ ამ გუნდის რიგებში ისურვა. „ლაციოს“ ქომაგებთან კი ძალზე ახლო და თბილი ურთიერთობა აკავშირებს. ბუნებრივია, არ შეიძლება „პარმას“ ვარიანტის დავიწყებაც, რომლის ღირსებას 41 წლის მეკარე 1995-2001 წლებში იცავდა.

მიუხედავად ამისა, ჯიჯის ჯერჯერობით ერთადერთი კონკურეტული წინადადება აქვს - „ბრეშადან“, რომელიც ელიტარულ ლიგას ახლახან დაუბრუნდა.

0.129793