ჩოგბურთი

15:13 | 6.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე პირველ წრეში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ხორვატიის ქალაქ ბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) პირველივე წრეში გამოეთიშა.

გორგოძე საწყის რაუნდში რუს ვარვარა ფლინკს გაეჯიბრა და 3:6, 5:7 დამარცხდა. წყვილთა შეჯიბრში ეკო მონაწილეობას არ იღებს.

0.123337