3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს.
3 ივნისიდან 7 ივნისამდე ტურნირს მონღოლეთის დედაქალაქი ულან-ბატორი მასპინძლობს.
ჩვენი მეტოქეები ჯგუფში მონღოლეთის, ბელარუსის, აშშ-ის და ლატვიის ნაკრები გუნდები არიან.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ღირსებას ლაშა მიქელაძე, ნიკა ნიკოლაიშვილი, ვლადიმერ თავაქარაშვილი და ირაკლი სულხანიშვილი იცავენ.
საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე 2 მატჩი გამართა: ბელარუსთან ანგარიშით 21:16 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო აშშ-ის ნაკრებთან – 9:21 მარცხი განიცადა.
დღეს, 6 ივნისს, ჩვენი ნაკრები მონღოლეთსა და ლატვიას დაუპირისპირდება.
მონღოლეთი – საქართველო 14:30 საათი
საქართველო – ლატვია 16:10 საათი