კალათბურთი

0:53 | 5.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 14 ქულა და მარცხი მეოთხედფინალში

გიორგი შერმადინის "უნიკახამ" ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში მე-3 გადამწყვეტი მატჩი "ვალენსიასთან" სტუმრად ჩაატარა და 76:79 დამარცხდა, ქართველი ცენტრი კი მალაგელთა რიგებში საუკეთესო იყო.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18:39 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ამგვარად, ესპანური ლიგის ნახევარფინალები სრულად დაკომპლექტდა: "რეალი" "ვალენსიას" ეთამაშება, ხოლო "ბარსელონა" - თორნიკე შენგელიას "ბასკონიას" გამამწარებელ "სარაგოსას".

0.116349