ფეხბურთი

15:05 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნანი: „მანჩესტერს“ მეტი მსოფლიო კლასის მოთამაშე სჭირდება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ნანიმ, რომელიც ამჟამად „ორლანდო სიტიში“ ირჯება, თავისი აზრი გამოთქვა კლუბში არსებული მდგომარეობის შესახებ.

„მანჩესტერს“ მეტი მსოფლიო კლასის მოთამაშე სჭირდება. მაშინ ვითარება მინდორზეც შეიცვლება. მახსოვს, ალექს ფერგიუსონის დროსაც გვქონდა ხოლმე ულამაზო მატჩები, მაგრამ შემოგვიძახებდა და 15 წუთში ყველაფერი იცვლებოდა, გულით ვთამაშობდით, თითოეული ბურთისთვის ვიბრძოდით, გოლები გაგვქონდა და შედეგსაც ვაღწევდით. ახლანდელებს მოსაგებად მეტი ჟინი უნდა ჰქონდეთ.

თვალს ვადევნებ „მანჩესტერის“ თამაშებს და გული მტკივა. ეგებ მომავალ სეზონში მეტს მიაღწიონ.“ - უთხრა ნანიმ Omnisport-ს.

0.115067