ფეხბურთი

12:20 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი მეშვიდედ აღიარეს ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელად

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, ხორვატიის 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეს პრიზი მოდრიჩმა მეშვიდედ მიიღო კარიერაში.

„ეს ჯილდო ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობდა. სასიამოვნოა კოლეგებისგან აღიარებაც. განსაკუთრებული მადლობა ჩემს პარტნიორებს, რომელთა გარეშეც ვერაფერს მივაღწევდი.“ - განაცხადა მოდრიჩმა.

ახლადდამთავრებულ სეზონში ლუკამ „რეალთან“ ერთად ესპანთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. შარშანდელი სეზონის შედეგების მიხედვით კი „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.

0.121383