საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ShootandGoal-ი იტყობინება და გამოცემა წერს, რომ ქართველმა კიპერმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ლორიამ ფამაგუსტელებთან 1+1-წლიანი სისტემის კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აღნიშნულ ცნობას მხოლოდ კვიპროსული გუნდის ოფიციალური განცხადება აკლია.
აღსანიშნავია, რომ „ანორთოსისი“ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩაიაბარა, ხოლო ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე ფამაგუსტელთა რიგებში ირიცხებიან.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია იანვრიდან გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „მაგდებურგში“ თამაშობდა, მაგრამ გუნდი დაქვეითდა და გერმანია დატოვა. გიორგი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება.