ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა მზადაა იურგენ კლოპის ახალი კონტრაქტი გაუმჯობესებული პირობებით გაუფორმოს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, „წითლები“ მზად არიან გერმანელ სპეციალისტს გასამრჯელო 10 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაუზარდონ. საინტერესოა, ამჟამად კლოპი სეზონში მხოლოდ 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, იურგენ კლოპმა „ლივერპული“ 2015 წელს ჩაიბარა და 4 წლის თავზე გუნდს ისტორიაში მეექვსე ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.