მარსელო გალიარდო „რივერ პლეიტის“ ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი გახდა. არგენტინულმა გრანდმა რეკოპა სუდამერიკანას ფინალში „ატლეტიკო პარანაენსე“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა.
პირველი მატჩი ბრაზილიელებს შინ 1:0 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ ბუენოს აირესში „რივერმა“ 3:0 იმარჯვა და ტიტულს დაეუფლა (ევროპის სუპერთასის ანალოგი).
ეს გალიარდოსთვის „რივერის“ თავკაცის პოსტზე მეათე ჯილდო აღმოჩნდა და ამ ყველაფერს 5 წელიწადში მიაღწია. 43 წლის სპეციალისტმა „მილიონარიოსს“ სამჯერ მოაგებინა რეკოპა სუდამერიკანა, ერთხელ კოპა სუდამერიკანა, ორჯერ ლიბერტადორესის თასი და არგენტინის თასი, ხოლო თითოჯერ არგენტინის სუპერთასი და ბანკ ჩემპიონშიფი.
აქვე გეტყვით, რომ მარსელო გალიარდომ რამონ დიასის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც თავის დროზე „რივერს“ 9 ტიტული მოაგებინა.