ფეხბურთი

13:35 | 3.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები რუმინეთისთვის ემზადებიან

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბა და რუმინეთტან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს ბუქარესტში 7 და 9 ივნისს ჩაატარებს.

მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 24 ფეხბურთელია, რომელთაგან 20 გაემგზავრება რუმინეთში:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), დავით სამსონია (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), გოგი მამულაშვილი (დილა);

ნახევარმცველები: გივი მუკბანიანი (ტორპედო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), დავით ლორთქიფანიძე (პადოვა, იტალია), თორნიკე ასკურავა (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (იბერია 2010), ვანო ჩარგეიშვილი (ტორპედო).

www.gff.ge

0.107853