„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ფინანსური რეკორდი დაამყარა. „წითლებმა ყველაზე პრესტიჟული ტურნირი გამარჯვებით დაასრულეს და 113 მილიონი ევრო გამოიმუშავეს.
ჯგუფურ ეტაპზე იურგენ კლოპის გუნდს 32,5 მილიონი ევრო ერგო, პლეი-ოფში კი 37,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ხოლო ფინალში გამარჯვებისთვის 4 მილიონი მიიღო. ასევე 23 მილიონი ევრო „ლივერპულს“ უეფასგან ბონუსის სახით გადაეცა. 12,6 მილიონი კი მარკეტინგული შემოსავალი გახლდათ, დარჩენილი 3,4 მილიონი „წითლები" ევროპის სუპერთასზე ასპარეზობისთვის გამოიმუშავებენ.
„ლივერპულმა" ამ შედეგით „იუვენტუსის“ რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2017 წელს 109 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო.