ჩოგბურთი

18:10 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის იოლი გამარჯვება

როლან გაროსის 1/8-ფინალში როჯერ ფედერერმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი იოლად 6:2, 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა.

მთელი მატჩის განმავლობაში არგენტინელს ერთი ბრეიკის შესრულების შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა, ხოლო როჯერმა 10-დან ხუთი ბრეიკად აქცია.

როჯერმა 1/8-ფინალში გასვით 360 სარეიტინგო ქულა და 243 000 ევრო გამოიმუშავა.

მომდევნო ეტაპზე როჯერი ციციპასი-ვავრინკას გამარჯვებულს შეხვდება.

0.122928