ფეხბურთი

16:53 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის ნათელი წერტილის ინსტაგრამში ბუმია: 300 ათასიდან 2 მილიონზე მეტი გამომწერი (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ყველაზე პოპულარული ადამიანი კინსი ვოლანსკი გახდა. 22 წლის მოდელი, რომელიც "ტოტენჰემი" - "ლივერპულის" დაპირისპირების მე-18 წუთზე მოედანზე შეიჭრა და გულშემატკივრები გაახალისა.

მოსალოდნელი იყო, რომ მომხდარის შემდეგ კინსის პოპულარობა ერთი-ორად გაიზრდებოდა და მოლოდინი გამართლდა. დღეს ვოლანსკის ინსტაგრამში 2 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს და ეს რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია, მითუმეტეს, რომ 24 საათის წინ მისი გამომწერების რაოდენობა ოდენ 300 ათასს აღემატებოდა.

კინსი ვოლანსკის სტადიონზე შეჭრის სრული ეპიზოდისა და ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების ხილვა კი ვიდეოს მეშვეობით შეგიძლიათ... სხვათა შორის, ხსენებული ვიდეო ტვიტერში კინსის შეყვარებულმა ვიტალი ზდოროვეცკიმ გამოაქვეყნა და ამაყად გაჰყვირის: "ის ჩემი გოგოა, ის ჩემი შეყვარებულია!"

0.119387