ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევმა ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა იჯარის წესით "პარი სენ ჟერმენში" ითამაშოს. როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფრანგებს სამხრეთამერიკელის იჯარა გამოსყიდვის უფლების წესით სურთ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენს გადაიხდიან პარიზელები აღნიშნულ ტრანსფერში.
კოუტინიო "ბარსელონამ" 2018 წლის იანვარში დაიმატა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 54 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 62 წუთს ატარებდა და 11 გოლი გაიტანა. სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონი ევროა.