ფეხბურთი

11:46 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის და მანეს მიღწევა

"ლივერპულის" ფეხბურთელები სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი შესაბამისად სენეგალის და ეგვიპტის პირველი წარმომადგენლები გახდნენ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

2018/19 წლების სეზონის ფინალში "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" 2:0 დაამარცხა და მეექვსედ მოიპოვა ტიტული. აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილეობა ტრავმის გამო ნაბი კეიტამ ვერ მიიღო, ხოლო მაურისიო პოჩეტინომ ვიქტორ ვანიამა არ შემოიყვანა მოედანზე. აღნიშნულ ფეხბურთელებს რომ ეთამაშათ შესაბამისად გვინეას და კენიას ისტორიაში პირველი წარმომადგენლების ეყოლებოდათ ფინალში.

ჯამში აღნიშნული ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 50 ქვეყნის ფეხბურთელებს მოუგიათ, ფინალში კი 63 ქვეყნის მოთამაშეებს უასპარეზიათ. გამარჯვებულთა შორის საქართველოს წარმომადგენელიცაა - კახა კალაძემ "მილანის" რიგებში 2003 და 2007 წლებში მოიგო ლიგა. ყველაზე მეტი ფინალისტი გამარჯვების გარეშე საბერძნეთს ყავს - 1971 წელს "პანათინაიკოსმა" ფინალი წააგო და 11 მოთამაშე იმ მატჩიდან იყო, ხოლო 2004 წელს კი აკის ზიკოსმა "მონაკოს" რიგებში ვერ გაიმარჯვა.

იმ ქვეყნებს შორის რომელთა ფეხბურთელებმა ფინალი ვერ მოიგეს და უეფას რეიტინგში ყველაზე მაღალი ადგილი აქვთ, თურქეთია. აღნიშნულ ქვეყანას სამი ფინალისტი ყავს. ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე სან მარინოს კი ფინალის ერთი მონაწილე ყავს - 1985 წელს მასიმო ბონინიმ "იუვენტუსთან" ერთად ევროპის თასი მოიგო.

ევროპის თასის და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი იტალიას ყავს(147). ესპანეთი პირველადგილოსანს ერთი ფეხბურთელით ჩამორჩება, ხოლო მესამე ადგილზე გერმანიაა (130).

0.122949