მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი ხოსე ანტონიო რეიესის გარდაცვალებას გამოეხმაურა. რამოსი და რეიესი ერთად „სევილიის“ ახალგაზრდულ გუნდში, „რეალსა“ და ესპანეთის ნაკრებში თამაშობდნენ.
„განადგურებული ვარ, სიტყვები არ მაქვს. ჩემი სიყვარული შენს ოჯახს, ყოველთვის მემახსოვრები, მეგობარო. მშვიდობით განისვენე, ძმაო“, - დაწერა ტვიტერში სერხიო რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ ხოსე ანტონიო რეიესი 35 წლის ასაკში სევილია-უტრერას მაგისტრალზე ავტოსაგზაო გატასტროფის შედეგად დაიღუპა.