ფეხბურთი

18:27 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რეიესის ხსოვნის საპატივცემულოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წუთიერი დუმილით დაიწყება

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. ამის მიზეზი ხოსე ანტონიო რეიესის მოულოდნელი გარდაცვალებაა.

ესპანელი ფეხბურთელი დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის ასაკში დაიღუპა.

თავის დროზე ესპანელ ფეხბურთელს ევროპა ლიგა 5-ჯერ მოუგია, ერთხელ ევროპის სუპერთასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2006 წელს დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემი“ – „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.

გარდა ამისა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ლა ლიგა 2-ის კვირას გასამართი 7 შეხვედრა გადაიდო.

0.115625