სხვა

20:04 | 1.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ქართველი ძალოსნები ფიჯიში ჩავიდნენ

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები ფიჯის დედაქალაქ სუვაში იმყოფება, სადაც ხვალიდან 8 ივნისის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

ქართველმა ძალოსნებმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარეს.
მოგეხსენებათ, რომ ფიჯის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის არჩილ მალაყმაძე (73 კგ.) ლომია თებიძე (81 კგ.) ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და თორნიკე ტაბატაძე (+109 კგ.) იბრძოლებენ.
სუვაში გუნდთან ერთად იმყოფებიან ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური და ძალოსანთა ექიმ-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული.
საქართველოს ნაკრების წევრების გამოსვლის დეტალურ გრაფიკს ხვალიდან შემოგთავაზებთ.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიძალოსნობა
0.118722