ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა საფრანგეთის ღია პირველობის წყვილთა ტურნირს მე-2 წრეში გამოეთიშა.
დღეს, კალაშნიკოვა და შვედი რებეკა პეტერსონი მე-6 ნომრად განთესილ ბელგიელ ელის მერტენსსა და ბელარუს არინა საბალენკას გაეჯიბრნენ და მართალია, 4:1-ს იგებდნენ, საბოლოოდ, 4:6, 3:6 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ “როლან გაროსის” სასტარტო რაუნდში ქართველმა და შვედმა ჩოგბურთელებმა ფრანგულ დუეტს (დროჟე-იანიჩევიჩი) აჯობეს – 6:2, 6:2.