ჩოგბურთი

22:53 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის რეკორდული მე-400 მატჩი

ერთეულთა თანრიგში, ჩოგბურთის ისტორიაში როჯერ ფედერერი გახდა, პირველი მოთამაშე, რომელმაც დიდი სლემის ტურნირებზე 400 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ ინფორმაციას ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როჯერმა თავის სარეკორდო მე-400 შეხვედრა როლან გაროსის 1/16-ფინალში კასპერ რუდის წინააღმდეგ გამართა, რომელსაც იოლად 6:3, 6:1, 7:6 აჯობა. შეხვედრა ორ საათს და 14 წუთს გაგრძელდა.

ერთეულთა თანრიგში დიდი სლემის ტურნირებზე როჯერის შემდეგ ყველაზე მეტჯერ სერანა უილიამს (382) უთამაშია. ჯოკოვიჩი - 308 მატჩი, ნადალი - 302.

ფედერერმა 400 დაპირისპირებიდან 345 თავის სასარგებლოდ დაასრულა. როჯერის დებიუტი როლან გაროსზე ზუსტად 20 წლის წინ 1999 წელს შედგა.

1/8-ფინალში შვეიცარიელის მეტოქე არგენტინელი ლეონარდო მაიერი იქნება, ურთიერთშეხვედრებში ევროპელი 3:0-ს იგებს.

0.125177