1972 წლის 31 მაისს, ამსტერდამის “აიაქსმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, როტერდამის “დე კუიპის” სტადიონზე, 61 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, მილანის “ინტერს” 2:0 მოუგო. ორივე გოლი იოჰან კრუიფმა გაიტანა. ჰოლანდიურმა გუნდმა იმ დროისთვის ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.