მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პირველი კომენტარი გააკეთა. 49 წლის სპეციალისტის განცხადებით, „ნერაძურის“ წინადადებას მალევე დათანხმდა, რადგან გუნდის პროექტმა და ისტორიამ მოხიბლა.
„ინტერი“ პროექტის გამო ავირჩიე. ამ კომპანიის ამბიციურობის, გუნდის ისტორიის გამო. ჩვენ ვსაუბროთ იტალიისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო, ტოპ კლუბის შესახებ. ჩემთვის მიმზიდველია ის გარემოება, რომ გუნდს დიდი სურვილი გააჩნია იმისა, რომ დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს. ეს გადაწყვეტილება ყოყმანის გარეშე მივიღე. მე ჩემი სამსახურით ვცხოვრობ და ყოველთვის ვცდილობ გამარჯვება მოვიპოვო“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელ სპეციალისტს აქამდე „არეცოში“, „ბარიში“, „ატალანტაში“, „სიენაში“, „იუვენტუსში“, იტალიის ნაკრებსა და „ჩელსიში“ უმუშავია. ყველაზე დიდ წარმატებას მშობლიური „იუვენტუსის“ რიგებში მიაღწია, რომელიც სამჯერ გახადა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა. ლონდონის „ჩელსისთან“ ერთად კი 2017 წელს ინგლისის ჩემპიონი გახდა.