ფეხბურთი

15:00 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილის გოლი ევროპა ლიგის საუკეთესო ათეულშია

უეფამ ახალდამთავრებული ევროპა ლიგის ათი საუკეთესო გოლის ნუსხა გამოაქვეყნა, რომელშიც მაშინ „კრასნოდარის“ ქართველი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილი გოლიც მოხვდა.

ეს ულამაზესი „მაკრატელა“ ოქრიაშვილმა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, 2018 წლის 4 ოქტომბერს გაუტანა „სევილიას,“ როცა მინდორზე ოთხი წუთის გასული იყო. თორნიკეს გოლმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.

პირველ ადგილზე კი „რენის“ შემტევის, ისმაილა სარის გოლი გავიდა, რომელმაც ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „იაბლონეცს“ გაუტანა უძლიერესი დარტყმით.

საუკეთესო გოლების ავტორების ათეული კი ასეთია:

  1. ისმაილა სარი (რენი - იაბლონეცი, ჯგუფური ეტაპის პირველი ტური)
  2. პედრო როდრიგესი (ჩელსი - სლავია. მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი)
  3. დავიდ ფოპალა (აპოლონი - ლაციო. ჯგუფური ეტაპის პირველი ტური)
  4. ტობიას ჰეინცი (სარპსბორგი - ბეშიქთაში. ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური)
  5. არი (კრასნოდარი - აკხისარი. ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური)
  6. მუნირი (სლავია - სევილია. მერვედფინალის საპასუხო მატჩი)
  7. თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი - სევილია. ჯგუფური ეტაპის მეორე ტური)
  8. ნანი (ყარაბაღი - სპორტინგი. ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური)
  9. იარომირ ზმრგალი (სლავია - ბორდო. ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტური)
  10. როკე მესა (სევილია - აკხისარი. ჯგუფური ეტაპის მესამე ტური)
0.118263