ფეხბურთი

22:25 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი და "შტურმი" ევროპა ლიგასთან ერთ ნაბიჯში არიან

ავსტრიის ტიპიკო ბუნდესლიგის ევროპა ლიგის პლეი-ოფში ვენის „რაპიდი“ და გრაცის „შტურმი“ ევროსაგზურის მფლობელის ვინაობას ერთმანეთში არკვევენ. ორმატჩიანი დუელის პირველი დაპირისპირება დღეს ვენაში შედგა და სტუმრებმა 2:1 მოიგეს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ოთარ კიტეიშვილი ტრადიციულად გრაცელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს დროის გაყვანის მიზნით.

თამაშს რაც შეეხება, მე-60 წუთზე „რაპიდი“ შვააბმა დააწინაურა, მაგრამ 9 წუთის შემდეგ იაკობ იანშტერმა გაათანაბრა. მანვე 79-ე წუთზე კუთხური ჩააწოდა, რაც ლეო გრეიმლის ავტოგოლით დასრულდა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ამრიგად, „შტურმმა“ ხელსაყრელ ვითარებაში ჩაიგდო თავი, ხოლო საპასუხო მატჩი გრაცში 2 ივნისს გაიმართება.

0.131216