ვეტერან ჰოლანდიელ ფეხბურთელ არიენ რობენს წინადადებები არ აკლია. როგორც თავად განაცხადა, ოთხი არჩევანი აქვს და გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში მიიღებს.
„ოთხი არჩევანი მაქვს: შემიძლია წავიდე ევროპის მიღმა, აშშ-ში ან იაპონიაში, დავრჩე ევროპის რომელიმე ტოპ კლუბში ან დავბრუნდე ჰოლანდიაში. ფიზიკური პრობლემები? ეს არ მაწუხებს, სეზონის დასაწყისში ათლეტურმა ტესტებმა აჩვენა, რომ გუნდში ამ კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი“, - უთხრა რობენმა Voetbal International-ს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა „ბაიერნი“ 10 წლის შედმეგ დატოვა. ჯერჯერობით რობენს გადაწყვეტილება არ მიუღია თუ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.