ჩოგბურთი

20:05 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

დალაქიშვილი მეოთხედფინალშია

17 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ დალაქიშვილმა საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონში მიმდინაეე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია.

დალაქიშვილმა მე-4 ნომრად განთესილი რუმინელი ელენა-ტეოდორა კადარი 6:4, 7:6 (7:0) დაამარცხა, შემდეგ წრეში კი ესტონელ ელენა მალიგინას ეთამაშება, რომელმაც 18 წლის ანა მაქაცარიას 6:4, 4:6, 6:2 სძლია.
წყვილთა შეჯიბრში დალაქიშვილი და სლოვაკი რადკა ჟელნიჩკოვა ბელგიელ ოდენარსა და ავსტრალიელ ჯოუნსს ვერ გაუმკლავდნენ – 4:6, 6:2, 7:10.

0.118388