ფეხბურთი

14:47 | 30.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი თუ სევილია? - უეფა გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს

უეფამ ევროპა ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლის დასახელების თარიღი შეცვალა. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ევროპა ლიგის, ევროპის სუპერთასისა და ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქები (2020-2021 წლების სეზონის) 29 მაისს დასახელდებოდა.

თუმცა, უეფას ვებგვერდზე მხოლოდ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მასპინძლის ვინაობას გვამცნობს - გიოტებორგის „ულევის“ სტადიონი.

აი, რომელი ქალაქი უმასპინძლებს, თბილისი თუ სევილია ევროპა ლიგის ფინალს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ ევროპის ლიგისა და ევროპის სუპერთასის მასპინძლების არჩევის თარიღი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ შეცვალა.

როგორც უეფას ვებგვერდი გვამცნობს, მომდევნო კონგრესი 24 სექტემბერს, ლუბლიანაშია დაგეგმილი და სწორედ მაშინ გავიგებთ, ჩატარდება თუ არა „დინამო არენაზე“ რანგით მეორე ევროტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა.

0.113264