ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე უკრაინულ ირპინში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, ერთეულთა თანრიგში გიორგიმ მასპინძელ ოლეკსი კრუტიხთან 6:7 (5:7), 1:6 წააგო, დღეს კი, წყვილებშიც წარუმატებლობა შეემთხვა.
ცივაძე და ყაზახი გრიგორი ლომაკინი, რომლებიც პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი, მერვედფინალში ხსენებულ კრუტიხსა და უზბეკ საიდალო საიდკარიმოვთან 5:7, 3:6 დამარცხდნენ.