ახალგაზრდა ქართველმა ჩოგბურთელებმა – 17 წლის მარიამ დალაქიშვილმა და 18 წლის ანა მაქაცარიამ წარმატებული სტარტი აიღეს საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 15 ათასი დოლარია.
მაქაცარიამ “უაილდ ქარდის” მქონე ბერძენი ანა არკადიანუ 6:4, 2:6, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში ესტონელ ელენა მალიგინას ეთამაშება.
დალაქიშვილმა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ელიზ მელოუნის 6:1, 6:4 მოუგო და მე-2 წრეში მე-4 რეიტინგის მქონე რუმინელ ელენა-ტეოდორა კადართან ჭიდილი მოუწევს.
წყვილთა შეჯიბრში დალაქიშვილმა და სლოვაკმა რადკა ჟელნიჩკოვამ ტაივანელი ჩენი და რუსი შარონოვა დაჯაბნეს (7:5, 6:3) და მეოთხედფინალში ბელგიელ ოდენარსა და ავსტრალიელ ჯოუნსს გაეჯიბრებიან.