ჩოგბურთი

15:05 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა “როლან გაროსზე” ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმყოფება და ხვალიდან “როლან გაროსის” წყვილთა ტურნირში ჩაებმება.

კალაშნიკოვა შვედ რებეკა პეტერსონთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგულ დუეტს გაეჯიბრება სელენა იანიჩევიჩისა და ობან დროჟეს შემადგენლობით.

0.116906