„ბარსელონას“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ბრაზილიელმა რივალდომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით გამოსვლისთვის „ბარსელონას“ „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევი, ნეიმარი არ ყოფნის.
„ვფიქრობ, ნეიმარი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად არ ყოფნის. თუ ის კატალონიურ კლუბში დაბრუნდება, ეყოფა პროფესიონალური ჩვევები, რათა გულშემატკივრების სიყვარულიც დაიბრუნოს და მსოფლიოში საუკეთესოც გახდეს.“ - უთხრა რივალდომ Sport.es-ს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013-17 წლებში თამაშობდა და 2015-ში კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.