პრესტიჟულმა ესპანურმა გამოცემამ Marca-მ ლა ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „ბარსელონას“ არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი დაასახელა.
მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 34 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 36 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მესიმ „ოქროს ბუცი“ მეექვსედ მოიგო.
ესპანეთის ჩემპიონატში მესის შემდეგ ყველაზე მეტი 21-21 გოლი ლუის სურარესმა და ქარიმ ბენზემამ გაიტანეს.