პოლონეთში გრძელდება მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატი, სადაც უკვე ორი ტური მიილია და შესაბამისად, რამდენიმე მერვედფინალისტის ვინაობა ოფიციალურად გაირკვა. მივყვეთ ჯგუფების მიხედვით, თანმიმდევრობით...
A ჯგუფიდან სენეგალის ნაკრები უკვე მშვიდადაა, რადგან საწყის ორ ტურში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა და პლეი-ოფში ადგილი გაინაღდა. აფრიკელებმა საწყის მატჩში ტაიტს აჯობეს, ხოლო ამჯერად კოლუმბიას არაფერი დაუთმეს და დამსახურებულად, დამაჯერებლად მოუგეს - 2:0. შედეგად, სენეგალი 6 ქულით უკვე გავიდა ჯგუფიდან.
მასპინძელმა პოლონეთმა კი პირველ ტურში კოლუმბიასთან უფერული თამაშისა და მარცხის შემდეგ ტაიტის უსუსტესი ნაკრები ბუნებრივია, რომ ადვილად დაამარცხა. ბოლო ტურის წინ პოლონეთს კოლუმბიის მსგავსად 3 ქულა აქვს, მაგრამ სამხრეთ ამერიკელებს დასკვნით მატჩში მეტი შანსი ექნებათ - მეტოქე ხომ ტაიტის ნაკრები ეყოლება...
1. | სენეგალი U20 | 2 | 2 | 0 | 0 | 5:0 | 6 | |
2. | პოლონეთი U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 5:2 | 3 | |
3. | კოლუმბია U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
4. | ტაიტი U20 | 2 | 0 | 0 | 2 | 0:8 | 0 |
B ჯგუფიდანაც ოფიციალურად ერთი გუნდი გავიდა ორი ტურის შემდეგ და ეს იტალიის ნაკრებია. „აძურინიმ“ ეკვადორის ნაკრებს ანდრეა პინამონტის კინკილა გოლით აჯობა, რომელმაც მე-15 წუთზე გაიტანა. ამის მერე, პირველივე ტაიმში ეკვადორს ფეხბურთელი გაუძევეს, მაგრამ იტალია ნამდვილად ვერ მოიგებდა, რომ არა ალესანდრო პლიცარი, რომელმაც რამდენჯერმე აშკარა გოლს გადაარჩინა თანაგუნდელები და ტაიმის მიწურულს პენალტიც აიღო. იტალიას 6 ქულა აქვს და შეუძლია მერვედფინალზე თამამად იფიქროს.
იაპონიის ნაკრებმა კი ამავე ჯგუფში მექსიკა ბევრისთვის მოულოდნელად ადვილად, 3:0 დაამარცხა და ერთ ნაბიჯშია მერვედფინალთან. პრინციპში, აზიელებს ჯერ ეს საკითხი არ გაოფიციალურებიათ, მაგრამ ჯგუფში ჩარჩენა ნამდვილად არ ემუქრებათ. ბოლო ტურში პირველი ადგილისთვის იაპონია იტალიას შეხვდება, ხოლოეკვადორი და მექსიკა მესამე ადგილისთვის იბრძვიან, რომ იქნებ საუკეთესო მესამე ადგილოსნებში მოხვდნენ და ჯგუფში ჩარჩენა ასე აირიდონ თავიდან.
1. | იტალია U20 | 2 | 2 | 0 | 0 | 3:1 | 6 | |
2. | იაპონია U20 | 2 | 1 | 1 | 0 | 4:1 | 4 | |
3. | ეკვადორი U20 | 2 | 0 | 1 | 1 | 1:2 | 1 | |
4. | მექსიკა U20 | 2 | 0 | 0 | 2 | 1:5 | 0 |
C ჯგუფიდან ურუგვაი და ახალი ზელანდია უკვე მშვიდად არიან. ორივემ 6 ქულა დააგროვა და ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან. მეორე ტურში ახალმა ზელანდიამ ნორვეგიას აჯობა (2:0), ხოლო ურუგვაიმ ჰონდურასი დაამარცხა (2:0). თავის მხრივ ჰონდურასი და ნორვეგია უქულოდ არიან და დასკვნით მატჩში ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას.
1. | ახალი ზელანდია U20 | 2 | 2 | 0 | 0 | 7:0 | 6 | |
2. | ურუგვაი U20 | 2 | 2 | 0 | 0 | 5:1 | 6 | |
3. | ნორვეგია U20 | 2 | 0 | 0 | 2 | 1:5 | 0 | |
4. | ჰონდურასი U20 | 2 | 0 | 0 | 2 | 0:7 | 0 |
D ჯგუფში წარმატებით ასპარეზობს უკრაინის ნაკრები, რომლის ღირსებას გიორგი წიტაიშვილი იცავს. უკრაინელებმა აშშ-ს შემდეგ ყატარსაც სძლიეს და 6 ქულით პლეი-ოფის საგზური გაიფორმეს. აშშ-ს ნაკრებმა კი ნიგერიას დამაჯერებლად მოუგო და სატურნირო ვითარება მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. დიდი შანსია ამ ჯგუფიდან სამი გუნდი გავიდეს მერვედფინალში.
1. | უკრაინა U20 | 2 | 2 | 0 | 0 | 3:1 | 6 | |
2. | ნიგერია U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 4:2 | 3 | |
3. | აშშ U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 3:2 | 3 | |
4. | ყატარი U20 | 2 | 0 | 0 | 2 | 0:5 | 0 |
E ჯგუფში საფრანგეთის ნაკრების საქმეები იდეალურად მიდის და 6 ქულით ლდიერია. „მამლებმა“ საუდის არაბეთის მერე პანამასაც აჯობეს, რაც ლოგიკური და ბუნებრივი მოვლენაა. მალის ნაკრებმა კი პანამასთან ბოლო წუთზე გადარჩენილი მატჩის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოავლინა მებრძოლი ხასიათი და საუდის არაბეთს დრამატულ შეხვედრაში აჯობა. აზიელები ორჯერ იგებდნენ (2:0, 3:2), მაგრამ აფრიკელებმა დანებებაზე უარი თქვეს და 90-ე წუთზე კამარას გოლით მნიშვნელოვანი 3 ქულა მიითვალეს.
1. | საფრანგეთი U20 | 2 | 2 | 0 | 0 | 4:0 | 6 | |
2. | მალი U20 | 2 | 1 | 1 | 0 | 5:4 | 4 | |
3. | პანამა U20 | 2 | 0 | 1 | 1 | 1:3 | 1 | |
4. | საუდის არაბეთი U20 | 2 | 0 | 0 | 2 | 3:6 | 0 |
და ბოლოს F ჯგუფი, საიდანა არგენტინის ნაკრები უკვე გავიდა. მეორე ტურის გამორჩეულ მატჩში „ალბისელესტემ“ პორტუგალიას გაიჩისა და პერესის თითო ტაიმში გატანილი გოლებით აჯობა, 6 ქულას მოუყარა თავი და უკვე პლეი-ოფშია. პორტუგალიას კი ბოლო ტურში ქულები სჭირდება, რადგან სამხრეთ კორეამ სამხრეთ აფრიკას აჯობა და ლუზიტანელებს გაუთანაბრდა.
1. | არგენტინა U20 | 2 | 2 | 0 | 0 | 7:2 | 6 | |
2. | სამხრ. კორეა U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 1:1 | 3 | |
3. | პორტუგალია U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 1:2 | 3 | |
4. | სამხრ. აფრიკა U20 | 2 | 0 | 0 | 2 | 2:6 | 0 |
აქვე გეტყვით, რომ მერვედფინალში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდების გარდა, 4 საუკეთესო მესამე ადგილოსანიც გავა. ამიტომაც, მესამე ადგილოსნებს შორის სატურნირო ვითარება ცალკე იქმნება, რომელშიც ორი ტურის შემდეგ ასეთი ვითარებაა:
1. | აშშ U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 3:2 | 3 | |
2. | კოლუმბია U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
3. | პორტუგალია U20 | 2 | 1 | 0 | 1 | 1:2 | 3 | |
4. | ეკვადორი U20 | 2 | 0 | 1 | 1 | 1:2 | 1 | |
5. | პანამა U20 | 2 | 0 | 1 | 1 | 1:3 | 1 | |
6. | ნორვეგია U20 | 2 | 0 | 0 | 2 | 1:5 | 0 |
A ჯგუფი
სენეგალი - კოლუმბია 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ნიანე (34, პენ), 2:0 ლოპი (85, პენ)
პოლონეთი - ტაიტი 5:0 (3:0)
გოლები: 1:0 ბედნარშკი (18), 2:0 ზილა (37), 3:0 სტეჩკი (39), 4:0 სტეჩკი (61), 5:0 ბენედიშაკი (74)
B ჯგუფი
ეკვადორი - იტალია 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 პინამონტი (15)
მექსიკა - იაპონია 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 მიაშირო (21), 0:2 ტაგავა (52), 0:3 მიაშირო (77)
C ჯგუფი
ნორვეგია - ახალი ზელანდია 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 სტენსესი (71), 0:2 კიტოლანო (83, ა.გ)
ჰონდურასი - ურუგვაი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ასევედო (41), 0:2 შიაპაკასე (90)
D ჯგუფი
ყატარი - უკრაინა 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 პოპოვი (59)
აშშ - ნიგერია 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 სოტო (18), 2:0 სოტო (46)
E ჯგუფი
პანამა - საფრანგეთი 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ზაგადუ (44), 0:2 კუსანსი (52)
საუდის არაბეთი - მალი 3:4 (2:1)
გოლები: 1:0 ალ-ბურაიკანი (9), 2:0 ალ-ტამბაკი (20), 2:1 კოიტა (36), 2:2 კონე(54), 3:2 ალ-განამი (63), 3:3 ტრაორე (70), 3:4 კამარა (90)
F ჯგუფი
პორტუგალია - არგენტინა 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 გაიჩი (33), 0:2 პერესი (84)
სამხრეთ აფრიკა - სამხრეთ კორეა 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 კიმი (69)