ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტის“ თავკაც პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა სპეციალისტმა საკმაოდ ირონიული კომენტარი გააკეთა.
კლოპის განცხადებით, ბუნებრივია პეპს პრემიერლიგა ჩემპიონთა ლიგას რომ ურჩევნია, რადგან ამ ტურნირის ფინალში კარგა ხანია არ ყოფილა.
„გვარდიოლა მიიჩნევს, რომ პრემიერლიგაში გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან დიდი ხანია ფინალში არ გასულა. ყველაშემთხვევაში ის საოცარი მწვრტნელია და განსაკუთრებული შედეგები აქვს. ჩვენ ვეცადეთ პრემიერლიგის მოგებას, მაგრამ „სიტი“ საუკეთესო გუნდი იყო“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ტოტენჰემს“ შეხვდება, ხოლო პრემიერლიგის საჩემპიონო ბროლაში „მანჩესტერ სიტის“ 1 ქულით ჩამორჩა. თავის მხრივ „სიტი“ ჩემპიონთა ლიგას სწორედ „ტოტენჰემთან“ გამოეთიშა მეოტხედფინალურ ეტაპზე.