ჩოგბურთი

21:52 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი განადგურდა

2-წლიანი პაუზის შემდეგ კორტს ანა ტატიშვილი დაუბრუნდა. ანამ საფრანგეთის ღია პირველობის პირველ წრეში ბერძენ მარია საკარისთან 0:6, 1:6 განადგურდა. შეხვედრა 56 წუთს გაგრძელდა.

საკარიმ ანა ყველა საჩოგბურთო კომპონენტში დაჩაგრა.

ტატიშვილმა ბოლო ორი წელი ტრავმების გამო გამოტოვა. ამჟამად ანას რეიტინგში არც ერთი ქულა არ აქვს, ის საფრანგეთის ღია პირველობაში წარსული რეიტინგის წყალობით დაუშვეს.

რეიგინტში ანას საუკეთეს 50-ე პოზიცია 2012 წელს ეკავა.

0.117089