როლან გაროსის 1/64-ფინალში 40 წლის ხორვატმა ივო კარლოვიჩმა 37 წლის ესპანელი ფელისიანო ლოპესი 7:6, 7:5, 6:7, 7:5 დაამარცხა.
როლან გაროსის ოფიციალური ტვიტერის გვერდმა გაავრცელა ცნობა, რომ ტურნირის ისტორიაში კარლოვიჩის და ლოპესის მატჩი ჯამში ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელების შეხვედრა იყო. ორი მოთამაშის ჯამური ასაკი 77 წელია, მსგავსი შედეგი საფრანგეთის ღია პირველობაზე აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა.
დიდი სლემების ისტორიაში ჯამში ყველზე ასაკოვანი ჩოგბურთელები 1969 წელს ამერიკის ღია პირველობაზე, 41 წლის პანჩო გონსალესი 40 წლის ტორბენ ულრიჩს დაუპირისპირდა.
მომდევნო ეტაპზე კარლოვიჩის მეტოქე ჯორდან ტომპსონი იქნება.